მიგრანტთა გერმანიაში ჩაყვანა უნგრეთის მთავრობის მიერ გამოყოფილი ავტობუსებით გახდა შესაძლებელი. დღის ბოლომდე გერმანიაში 10 000-მდე მიგრანტს კიდევ ელოდებიან. უნგრეთმა მოულოდნელად გააუქმა შეზღუდვები გადაადგილებაზე და ამის შემდეგ, ერთი ღამის განმავლობაში ათასობით მიგრანტმა გადაკვეთა ავსტრია გერმანიაში ჩასავლელად. გერმანია ჩასულებს მიგრანტის სტატუსის მინიჭებას პირდება.