COVID-19-მა ზოგი ბავშვი ძალადობისგან უფრო დაუცველი გახადა – UNICEF

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF ), კორონავირუსის პანდემიის გავრცელებასთან ერთად, საზოგადოებას, მთავრობებსა და ხელისუფლებას მოუწოდებს, უფრო მეტი ყურადღება დაუთმონ ბავშვებს, ვინც შესაძლოა ძალადობის მსხვერპლნი ან ფსიქოლოგიური სტრესის სამიზნენი იყვნენ.

„COVID-19 პანდემიის გავრცელების საწინააღმდეგოდ გატარებული ზომების გამო მსოფლიოში ასობით მილიონი ბავშვი, სავარაუდოდ, დადგება მათი პირადი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელყოფის გაზრდილი საფრთხის წინაშე. ამ საფრთხეებს შორისაა ბავშვის მიმართ არასათანადო მოპყრობა, გენდერული ძალადობა, ექსპლუატაცია, სოციალური გარიყვა და მომვლელებისგან დაცალკევება.

გაეროს ბავშვთა ფონდი მოუწოდებს ქვეყნების მთავრობებს, დაიცვან და უზრუნველყონ ბავშვთა უსაფრთხოება და კეთილდღეობა დაავადებით გამოწვეული სულ უფრო მზარდი სოციო-ეკონომიკური პრობლემების ფონზე“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

UNICEF წერს, რომ COVID-19-მა სულ რამდენიმე თვეში შეცვალა ბავშვებისა და ოჯახების ცხოვრება მთელ დედამიწაზე.

“მიუხედავად იმისა, რომ მათი შემოღება აუცილებელი იყო, საკარანტინე ზომებმა, როგორიცაა სკოლების დახურვა და გადაადგილების შეზღუდვა, დაარღვია ბავშვების ჩვეული რუტინა და მათი მხარდაჭერის სისტემები. ეს ასევე დამატებით სტრესს უქმნის ბავშვის პატრონებს, რომელთაც შეიძლება უწევთ სამსახურების გაცდენა,“.

შესაბამისად, COVID-19-თან დაკავშირებულმა სტიგმამ ზოგი ბავშვი უფრო დაუცველი გახადა ძალადობის და ფსიქოლოგიური სტრესისაგან.

ამავე დროს, ღონისძიებებმა, რომლებიც არ ითვალისწინებს ქალებისა და გოგონების გენდერულ საჭიროებებსა და უსაფრთხოების საკითხებს, შეიძლება ასევე გაზარდოს მათი სექსუალური ექსპლუატაციის, ჩაგვრისა და ბავშვთა ქორწინების რისკები. მაგალითად, ჩინეთში მომხდარი ბოლოდროინდელი ფაქტები ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ ოჯახური ძალადობის შემთხვევების მნიშვნელოვან ზრდაზე მიუთითებს.

„ხშირ შემთხვევაში ეს დაავადება უკვე აღწევს იმ ბავშვებსა და ოჯახებამდე, რომლებიც საკმაოდ მოშორებული არიან პირდაპირ ინფიცირებულ პირებს“, – ამბობს კორნელიუს უილიამსი, გაეროს ბავშვთა ფონდის ბავშვთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი.

„იკეტება სკოლები. მშობლებს უჭირთ ბავშვების მოვლა და ოჯახის ფინანსური უზრუნველყოფა. იზრდება რისკები ბავშვთა დაცვის კუთხით. ამ ინსტრუქციებში მოცემულია იმ პრაქტიკული ზომების ჩამონათვალი მთავრობებისა და ბავშვთა დაცვის შესაბამისი სამსახურებისთვის, რომლებიც შეიძლება გატარდეს ბავშვების უსაფრთხოებისა და დაცვისთვის  ამ გაურკვევლობის დროს.“.

UNICEF ამბობს, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ადრე დამდგარი კრიზისული მდგომარეობების დროს ხშირად ხდებოდა ბავშვების ჩაგვრა და ექსპლუატაცია.

მაგალითად, 2014-2016 წლებში დასავლეთ აფრიკაში ებოლას ვირუსის გავრცელების გამო სკოლების დაკეტვის დროს მკვეთრად მოიმატა ბავშვთა შრომის, მათი უგულებელყოფის, სექსუალური შევიწროებისა და არასრულწლოვანთა ორსულობის შემთხვევებმა. სიერა ლიონეში არასრულწლოვანთა ორსულობის სიხშირე თითქმის გაორმაგდა ეპიდემიის წინა პერიოდთან შედარებით და 14 000-ს მიაღწია.

რეკომენდაციებში „ალიანსი“ აღნიშნავს, რომ მთავრობებმა და ბავშვთა დაცვის შესაბამისმა უწყებებმა უნდა გადადგან კონკრეტული ნაბიჯები, რათა ბავშვთა დაცვასთან დაკავშირებული საკითხები გათვალისწინებული იყოს COVID-19-ის პრევენციისა და კონტროლის ყველა ღონისძიებაში, მათ შორის უნდა მოხდეს: