ლარი დოლართან 21 თეთრით გაუფასურდა

ეროვნული ვალუტა ლარი მკვეთრად გაუფასურდა 24 მარტის ვაჭრობის შედეგად. ოფიციალური კურსით, 1 დოლარი 25 მარტს 3.45 ლარამდე ეღირება.

ლარი თითქმის 30 თეთრით გაუფასურდა ევროსთანაც. ერთი ევროს ღირებულება 3.74 ლარი გახდა.

სავალუტო ბაზრის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი 25 მარტის აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის.

ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურებას კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ მოვლენებს უკავშირებს.