“კომპანიების ხელმძღვანელები დაინტერესებულნი არიან თბილისში, წყალტუბოში, ბათუმსა და მესტიაში ოთხ და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების ქსელისა და პროფესიონალური გოლფის მოედნის მშენებლობა-ოპერირებით, ასევე – ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის შეძენით.

პრემიერ-მინისტრი საქართველოში ინდური ინვესტიციის განხორციელებას მიესალმება და იმედოვნებს, რომ პროექტები წარმატებით განხორციელდება.

შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და ქვეყნის მზარდ ტურისტულ პოტენციალს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო, ბიზნესგარემოს კუთხით, მსოფლიოს გავლენიან რეიტინგებში მოწინავე პოზიციებზეა”, – ნათქვამია პრესრელიზში.


ღარიბაშვილის შეხვედრა ინდოელ ინვესტორებთან

პრემიერის ადმინისტრაციის ცნობით, მსხვილი ინდური კომპანიები ინდოეთში, სინგაპურში, მალაიზიასა და ინდონეზიაში რამდენიმე ათეულ სასტუმროს ფლობენ, ასევე დაკავებულნი არიან ტურისტების გადაყვანით. ინდური კომპანიების ხელმძღვანელები, ტურიზმის სექტორში ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელებისა და საინვესტიციო ლოკაციების შერჩევის მიზნით, საქართველოში უკვე მეორედ იმყოფებიან. მათთან ეროვნული საინვესტიციო სააგენტო თანამშრომლობს.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *