შსს-ს სასაზღვრო პოლიციაში დაგვიდასტურეს ეს ფაქტი და განაცხადეს, რომ “31 ივლისს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ნომერ მეშვიდე სამმართველოს ყაზბეგი-დარიალის სასაზღვრო მონაკვეთზე, საქართველო- რუსეთის საზღვარზე უკანონო გადასვლის დროს დაკავებული იყო მოქალაქე ბ.ბ., რომელიც ფეხით უკანონოდ ცდილობდა საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას საქართველოდან რუსეთის მიმართულებით. მან გადაკვეთა მდინარე თერგი, გადაცურა და ფეხით გაემართა რუსეთის ფედერაციის მიმართულებით”.
ოფიციალური ინფორმაციითვე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის პირველი ნაწილით არის დაწყებული, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
სასამართლო პროცესი 10 სექტემბერს დაინიშნა.
