კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სამთავრობო რესურსის, stopcov.ge-ის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსი დაუდგინდა კიდევ ერთ პაციენტს. შესაბამისად, ოფიციალურად რეგისტრირებული შემთხვევების რიცხვი, 20 მარტის საღამოს მონაცემებით, 44-მდე გაიზრდა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1 900-ზე მეტი ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 271.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, კორონავირუსი პაციენტს ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დაუდასტურდა და მის შემთხვევაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს.

ტვ “პირველის” ინფორმაციით, აღნიშნული პირი საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა და საფრანგეთში ოჯახთან ერთად მოგზაურობის გამოცდილება ჰქონდა. ის საქართველოში შემოსვლიდან კარანტინში იყო მოთავსებული.