საზოგადოებას სიტყვით მიმართა „პოლიტიკური გაერთიანება თეთრების“ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა, ასევე, ბათუმის საკრებულოს წევრმა რამაზ სურმანიძემ.
იმ ფონზე, როცა ქვეყანაში, მათ შორის განსაკუთრებით ბათუმის საზოგადოებაში, არსებობს მზარდი ქსენოფობიური განწყობები მეზობელი თურქეთის სახელმწიფოს მიმართ, ხომ არ შეუწყობს ამ შინაარსის მემორიალების დადგმა ქსენოფობიური განწყობების გაღრმავებას ხელს? – ჰკითხა „გაზეთმა ბათუმელებმა“ რამაზ სურმანიძეს, რომელიც შემდეგი განაცხადა: „ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ ავუხსნით ხალხს ამის დადგმის ძირითად პრინციპს. ასეთი ძეგლები დგას ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებში და იმ ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოა. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში იყო დაგეგმილი ამის დადგმა, მაგრამ ძალიან გაჭიანურდა. ამას არ უნდა დავარქვათ დამპყრობილსაგან, სატანისაგან გათავისუფლება. დავარქვათ, რომ საქართველოს დაუბრუნდა თავისი კუთხე“.
ბროშურაში, რომელიც მემორიალის გახსნაზე იუწყება, წერია, რომ იდეის ავტორი არის აჭარის მამულიშვილთა საგვარეულოს კავშირის თავმჯდომარე ნიაზ ბოლქვაძე. ქანდაკების ავტორი კი საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი დავით ბოლქვაძეა, ხოლო არქიტექტურა დუგლას ზამთარაძეს ეკუთვნის.
ბროშურაში ასევე წერია, რომ მემორიალი მამულიშვილთა კავშირისა და საერთო სახალხო შემოწირულობებით მომზადდება.
მომავალი მემორალის ადგილზე თავშეყრა ალაფურშეტით გრძელდება.
