ავარიის შედეგად სასწრაფოს ორი ექიმი დაშავდა

დაშავდა ასევე მანქანის მძღოლი და მოქალაქე, რომელიც ექიმებისათვის პირველადი დახმარების გაწევას შეეცადა. ის მანქანაზე ასვლას და ექიმების გამოყვანას ცდილობდა, მაგრამ ჩამოვარდა და დაშავდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურის ცნობით, ყველა დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს და ამ დროისათვის მათი მდგომარეობა სტაბილურია.