გამყრელიძის ცნობით, მომდევნო 3-4 დღეში COVID-19-ისგან რამდენიმე ადამიანი გამოჯანმრთელდება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მომდევნო 3-4 დღის განმავლობაში კორონავირუსისგან კიდევ რამდენიმე ადამიანი გამოჯანმრთელდება. ამის შესახებ მან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის კლინიკიდან გაწერის სტანდარტი ამგვარია: 24 საათის განმავლობაში ტესტმა 2-ჯერ უნდა აჩვენოს, რომ მის ორგანიზმში ვირუსი აღარ ფიქსირდება.

ამჟამად საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა ამგვარია: