ახალი ამბები

კახეთსა და რაჭაში სტიქიით დაზარალებულებს სახლებს მთავრობა აღუდგენს

25 აგვისტო, 2015 •
კახეთსა და რაჭაში სტიქიით დაზარალებულებს სახლებს მთავრობა აღუდგენს

პრემიერის თქმით, დაზარალებულია 1300 ოჯახი, რომელთა დასახმარებლად შტაბის შექმნა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილს, ხოლო შესაბამისი სახსრების გამოყოფა – ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს დაავალა. 

 

გასულ კვირაში სეტყვამ კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა, ხოლო რაჭაში, ონის რაიონში სოფლები ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალდა. კახეთში საცხოვრებელი სახლების გარდა მოსახლეობას გაუნადგურდა მოსავალი, თუმცა ზარალი მხოლოდ იმ ადამიანებს აუნაზღაურდება, რომლებიც მონაწილეობენ სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის პროგრამაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი