ახალი ამბები

თამარ ბერუჩაშვილი: პრემიერი გაეროს გენერალური ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

24 აგვისტო, 2015 •
თამარ ბერუჩაშვილი: პრემიერი გაეროს გენერალური ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

“გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მას შემდეგ, რაც საქართველომ გაიარა პროცედურით რეგისტრაცია, პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს საქართველოს დელეგაციას, რომელიც მონაწილეობას მიიღებს გაეროს განერალური ასამბლეის სხდომაზე, სადაც პრემიერი, როგორც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, გამოვა სიტყვით. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია განვითარების სამიტთან დაკავშირებით სპეციალური ღონისძიება, სადაც საქართველო შეაჯამებს იმ წარმატებებს, იმ შედეგებს, რაც აქვს ათასწლეულის განვითარების პროგრამასთან დაკავშირებით და ამ პროგრამის ახალ ეტაპზე ჩაერთვება,”- აცხადებს ბერუჩაშვილი.

 

მინისტრი ადასტურებს, რომ პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ლიტვის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში. გარდა ამისა, ბერუჩაშვილის თქმით, პრეზიდენტი აშშ-ის რამდენიმე უნივერსიტეტში სიტყვით გამოვა.

 

“რაც შეეხება პრეზიდენსტს, მოგეხსენებათ, რომ არის სპეციალური ღონისძიება გაეროს კვირეულის ფარგლებში, რომელსაც აწყობს ლიტვის პრეზიდენტი, ქალბატონი გრიბაუსკაიტე და რომელიც ეძღვნება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ქალების და გენდერული განვითარების პრობლემატიკას. დელეგაცია გაემგზავრება ერთი. პრეზიდენტი მონაწილეობას მიღებს გარკვეულ ღონისძიებებში, რომელიც არის სპეციალურ თემატიკაზე.”

 

განცხადება თამარ ბერუჩაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში, კონსტიტუციის მიღების 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა. 

 

პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობებში თენგიზ ფხალაძე აცხადებდა, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, კარგი იქნებოდა, საქართველოს პრეზიდენტს გაეროში გენერალური დებატებამდე სიტყვით გამოსვლა შეძლებოდა

მასალების გადაბეჭდვის წესი