ახალი ამბები

პრეზიდენტი კონსტიტუციის დღის უქმე დღედ გამოცხადების ინიციატივით გამოდის

24 აგვისტო, 2015 •
პრეზიდენტი კონსტიტუციის დღის უქმე დღედ გამოცხადების ინიციატივით გამოდის

“მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენგანი, სწორედაც რომ კონსტიტუციის პოპულარიზაციის მიზნით, მისი საერთო სახალხო დოკუმენტად ქცევის მიზნით, ამ საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვება,”- განაცხადა პრეზიდენტმა. 

 

გიორგი მარგველაშვილი ასევე აცხადებს საპრეზიდენტო კონკურსს სახელად “ჩემი კონსტიტუცია”, რომლის მთავარი მიზანი, პრეზიდენტის თქმით, ახალგაზრდობებში ამ დოკუმენტის პოპულარიზაცია და მის გარშემო დისკუსიების გახნაა. 

 

განცხადება გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში მიმდინარე კონსტიტუციის მიღების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე გააკეთა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი