კორონავირუსის გამო კანის კინოფესტივალი გადაიდო

კორონავირუსის გამო შექმნილი კრიზისის გამო კანის კინოფესტივალი გადაიდო და მიმდინარე წლის 12-23 მაისს აღარ გაიმართება.

როგორც ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებაშია ნათქვამი, რამდენიმე ვარიანტი განიხილება, მათ შორის, ფესტივალის გამართვა ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში. ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, ფესტივალის ახალი დაზუსტებული თარიღი ცნობილი გახდება, როგორც კი ჯანდაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობა ამის შესაძლებლობას მისცემს.