ავარიის შედეგად უცხოელი ტურისტები დაშავდნენ

ტურისტები მიკროავტობუსით მგზავრობდნენ, რომელიც შეჯახების შედეგად ამოყირავდა.

შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.