ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, კორონავირუსის ინფექციით, COVID 19-ით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.

პრემიერის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, 74 წლის ქალს კორონავირუსის პარალელურად ქრონიკული დაავადებაც ჰქონდა. მათივე ინფორმაციით, დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენლებს გარდაცვლილის ოჯახთან ურთიერთობა აქვთ და ისინი შესაბამის პროცედურებზე მუშაობენ.

საქართველოში 19 მარტის ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდასტურდა 40 მოქალაქეს, მათ შორის, გამოჯანმრთელდა 1. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1592 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 226.

რაც შეეხება ესპანეთს, აქ COVID 19-ის 14 769 შემთხვევა ფიქსირდება.