ახალი ამბები

სინოდი კორონავირუსზე იმსჯელებს

18 მარტი, 2020 • 2802
სინოდი კორონავირუსზე იმსჯელებს

20 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომა გაიმართება.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

როგორც “ნეტგაზეთს” საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა, სინოდის სხდომაზე კორონავირუსით შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ. დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების შესახებ ცნობილი არ არის.


საქართველოს საპატრიარქომ კორონავირუსთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება და მრევლს ლოცვისკენ და პირადი ჰიგიენის დაცვისკენ მოუწოდა, ხოლო თუ გრიპით ან გრიპის მსგავსი ვირუსით არიან დაავადებულნი, ურჩია, სახლებში დარჩნენ და სურვილის შემთხვევაში მათ მოძღვარი ბინაზე აზიარებს.

საქართველოს საპატრიარქომ უარი განაცხადა ბარძიმიდან 1 კოვზით ზიარების წესის შეცვლაზე და თაქვა, რომ ღვთისმსახურება ტაძრებში აღევლინება ჩვეული წესით, თუმცა დასაშვებად მიიჩნია, ზიარების შემდგომ სასმელის (,,სიტკბოების“) მიღება  მოხდეს საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი