რაც შეეხება ინფორმაციას 2015 წლის ივლისის თვეში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით, შსს–ს ცნობით რეგისტრირებულ იქნა 2111 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1199 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 56.8%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -8.1%.
შსს–ს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2015 წლის იანვარ-ივლისის თვეებში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულ იქნა 20438 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 11506 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 56.3%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -4.32%.
რაც შეეხება 2015 წლის იანვარ-ივლისის თვეებში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით მოწოდებულ ინფრომაციას, შსს–ს ცნობით, რეგისტრირებულ იქნა 14339 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 9536 დანაშაული; დანაშაულის გახსნის პროცენტია 66.5%, ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -4.81%.