როგორ დაისჯება კარანტინის წესის დარღვევა

პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში  ცვლილების შეტანას ითვალისწინებს.

კანონპროექტით, რომლის დეტალებიც, პარლამენტის პრესსამსახურის წარმომადგენელმა გაავრცელა, კარანტინის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით; იურიდიული პირის (მაგალითად, კომპანიის, რომელიც კარანტინში მყოფ თანამშრომელს სამსახურში მისვლას აიძულებს) დაჯარიმებას- 15 000 ლარის ოდენობით. ამ შემთხვევაში კარანტინი ნიშნავს თვითიზოლაციასაც.

თუ დაჯარიმებული პირი ხელმეორედ დაარღვევს კარანტინის წესს, უკვე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა შემოდის. შესაბამისი ცვლილება უკვე სსკ-ში შედის.

„მუხლი. 1321. კარანტინის წესის დარღვევა

კარანტინის წესის დარღვევა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17715-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, –

ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ,ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით”, – ნათქვამია კანონპროექტში.

პროექტი განიხილება დაჩქარებული წესით.