ერთი პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია – ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარიან ეზუგბაის ცნობით, კორონავირუსით ინფიცირებულ ერთ პაციენტთან დაკავშირებით ინფიცირების წყარო ცნობილი არ არის. ამის შესახებ ეზუგბაიამ დღის ბოლოს განაცხადა ჟურნალისტებთან.

“ინფიცირების წყარო მხოლოდ ერთ პირთან არ არის ცნობილი, დანარჩენ შემთხვევაში ინფიცირების წყარო ან მოგზაურობის ისტორია არსებობს ყველა პაცინეტზე ან კონტაქტში მყოფი პირების”, – აცხადებს ეზუგბაია.

მოგვიანებით მან დააზუსტა, რომ ერთ პირთან მიმართებაში “მკვეთრი წყარო” არ არის დადგენილი.

ამ დროისთვის კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა საქართველოში ამგვარია:

ამავე თემაზე

გამყრელიძის განმარტება პაციენტზე, რომლის ინფიცირების წყაროც ჯერ უცნობია