„მადლიერების ტაში“ – მოქალაქეების მხარდამჭერი აქცია ექიმებს

„მადლიერების ტაში“ – ასე ჰქვია აქცია/პერფორმანსს, რომელსაც მოქალაქეები 18 მარტს ექიმების პატივსაცემად გამართავენ.

აქციის ორგანიზატორები ამ გზით მადლობას გადაუხდიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც ბოლო პერიოდია კორონავირუსს ებრძვიან.

„შემოგვიერთდით და ერთად ვუთხრათ მადლობა სამედიცინო პერსონალს ჩვენს ჯანმრთელობაზე დაუღალავი ზრუნვისთვის!

18 მარტს, 21:00-ზე, მთელ საქართველოში, გამოვიდეთ აივნებზე, გავაღოთ ფანჯრები და ტაში დავუკრათ ჩვენს სამედიცინო პერსონალს, რადგანაც ისინი ამას ნამდვილად იმსახურებენ!“, – ამბობენ აქციის ორგანიზატორები.

საქართველოში 30 იანვრიდან დღემდე კორონავირუსის 33 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან ერთი გამოჯანმრთელებული დღეს ინფექციური საავადმყოფოდან გაწერეს.

ველოდებით, რომ ხვალ მეორე პაციენტიც დატოვებს კლინიკას – ცერცვაძე