საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 მარტის 00:00 საათიდან საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა ორი კვირით იკრძალება. რუსეთთან დაკავშირებით ეს შეზღუდვა უკვე ძალაშია.
ეს გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა. გადაწყვეტილება მიიღო მთავრობასთან არსებულმა საკოორდინაციო საბჭომ.
ჩიქოვანის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს, ვისაც სამშობლოში დაბრუნების სურვილი აქვთ, ექნებათ საშუალება, საქართველოს ავიახაზების დახმარებით დაბრუნდნენ. იგივე შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს მოქალაქეების ოჯახის წევრებს [ამ საკითხზე დამატებით განმარტებას საგარეო საქმეთა მინისტრი გააკეთებს].
კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად მთავრობამ ასევე მიიღო შემდეგი გადაწყვეტილებები:
„ჩვენი რეკომენდაციაა, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს თავშეყრის ადგილები და კონტაქტი ჩვენს თანამოქალაქეებთან“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ქვეყანაში, 16 მარტის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში 637 იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 54 ადამიანია.