გამოჯანმრთელებული პაციენტი თვითიზოლაციაში გადავა – ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, პირველი პაციენტის ორჯერადმა ტესტმა კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი აჩვენა.

ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებული პაციენტი ერთი კვირით თვითიზოლაციაში გადავა.

“გუშინ, დღის მეორე ნახევარში გაცხადდა, რომ ჩვენი პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა. მასთან განმეორებით,  ორჯერადად ტესტირებით მიღებულია უარყოფითი პასუხი. მეორე პაციენტთან, რომელთანაც პირველ ჯერზე მიღებული იყო უარყოფითი, დღეს ჩატარდება ტესტირება და დღის ბოლომდე, ვიმედოვნებთ, ასევე უარყოფითი პასუხი იქნება და მეორე გამოჯანმთელებული პაციენტი გვეყოლება”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

გუშინ, 15 მარტს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ პირველი პაციენტის განმეორებითმა დიაგნოსტიკამ “სრულად გამოჯანმრთელება” ვერ დაადასტურა. ინფექციური საავამდყოფოს ინფორმაციით, პაციენტს მესამე ტესტი ჩაუტარდა, რომელმაც კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი აჩვენა და კონსილიუმი დღეს გადაწყვეტს, გაეწერება თუ არა იგი საავადმყოფოდან.

16 მარტის დილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 33 შემთხვევაა რეგისტრირებული. მსოფლიოში კორონავირუსის 153 ათასზე მეტი ფაქტია აღრიცხული, გარდაცვლილია 5 700-ზე მეტი ადამიანი. ვირუსი გავრცელებულია მსოფლიოს 146 ქვეყანაში.

ირანში ნამყოფი პაციენტის “სრულად გამოჯანმრთელება” მე-2 ტესტმა ვერ დაადასტურა