თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კომპანია “გილიადის” მიერ შექმნილი პრეპარატი remdesivir რომელსაც ამჟამად კორონავირუსის წინააღმდეგ ტესტავენ, შესაძლოა, მწარმოებლისგან გამონაკლისის სახით მიიღოს მანამ, სანამ პრეპარატი ოფიციალურად ჩაეშვება გაყიდვაში. ამ საკითხზე ცერცვაძემ იმედის ეთერში ისაუბრა.
მან ისაუბრა კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნის შესაძლებლობაზე, რაც პრეპარატთან შედარებით უფრო გრძელვადიანი პერსპექტივაა. რაც შეეხება ახალ მედიკამენტებს, რომელსაც ამჟამად სცდიან კორონავირუსის წინააღმდეგ, ცერცვაძემ ამ კუთხით გამოჰყო remdesivir, გილიადის პრეპარატი, რომელიც ამჟამად კლინიკური ტესტირების მე-3 ეტაპს გადის.
“ერთადერთი მედიკამენტი, რომელიც ახლოს არის ოფიციალურ აღიარებასთან, ეს არის remdesivir, რომელსაც ამერიკაში სწავლობენ. სხვათაშორის ებოლას ვირუსის სამკურნალოდ შეიქმნა ის და იქ არ იმუშავა, მაგრამ აქ, მგონი მუშაობს… ყოველშემთხვევაში ძალიან სერიოზული ხალხი სწავლობს ამას. ამერიკის ჯანდაცვის ერთ-ერთი ინსტიტუტის დირექტორი ჩვენი პარტნიორია და მისგან ვიცით, რომ შესაძლოა, ეს მედიკამენტი იყოს ახლო მომავალში რეკომენდებული. ჩვენც გავაგზავნეთ უკვე თხოვნა, რომ სანამ რეკომენდებული არაა და გაყიდვაში არ არის, შესაძლოა გამონაკლისის სახით მოგვაწდონ”, – განაცხადა ცერცვაძემ.
პრეპარატის შესახებ:
ტიპი: პრეპარატი
ეტაპი: კლინიკური ტესტირების მე-3 ეტაპი
სახელწოდება: remdesivir
“გილიადს” პრეპარატების დამზადების დიდი ისტორია აქვს. კომპანია ცნობილია ისეთი მედიკამენტების დამზადებით, როგორიცაა ც ჰეპატიტის სამკურნალო პირველი და ყველაზე ფართოდ გავრცელებული წამალი – “სოვალდი”. კომპანიას ასევე აქვს ისტორია აივ-ის პრევენციული მედიკამენტების (PrEP) შემუშავების სფეროში.
“გილიადს” უკვე დაწყებული აქვს მედიკამენტ remdesivir-ის გამოცდა კორონავირუსის სამკურნალოდ როგორც აშშ-ში, ისე ვუჰანში, ჩინეთში, სადაც ეპიდემიამ თავ დაპირველად იფეთქა. remdesivir გილეადმა ებოლას ვირუსთან საბრძოლველად რამდენიმე წლის წინ შექმნა.
როგორც კომპანია აცხადებს, ის ამ დროისთვის 3 სხვადასხვა ტიპის ცდას ატარებს:
მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატს ჯერ არ გაუვლია ოფიციალურად აღიარების პროცედურები, “გარდიანის” ინფორმაციით, ჩინეთში, იტალიასა და აშშ-ში მას ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების მცირე წრის სამკურნალოდ იყენებენ (ცდების ფარგლებში).
კორონავირუსის ვაქცინასა და წამალზე 9 კომპანია მუშაობს – გეგმები და ვადები