გადაადგილება რუსეთთანაც შეჩერდა

16 მარტიდან რუსეთსა და საქართველოს შორის მოქალაქეთა გადაადგილება დროებით შეჩერდება. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

შეზღუდვები არ გავრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე.

“საქართველოს  პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დავალებით, პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობისსაკითხებში ზურაბ აბაშიძე დღეს დილით ტელეფონით ესაუბრა საქართველოსა და რუსეთს შორის მიმდინარე ორმხრივი დიალოგის (ე.წ. პრაღისფორმატი)  ფარგლებში რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელს, რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს  წევრსგრიგორი კარასინს.

კორონავირუსის საფრთხის გავრცელების გათვალისწინებით, საუბრის დროს განხილულ იქნა საკითხი მიმდინარე წლის 16 მარტიდან საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მოქალაქეთა გადაადგილების დროებით შეჩერების შესახებ.

აღინიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არ გავრცელდება შესაბამისად რუსეთის ფედერაციის და საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც გამოთქვამენსაკუთარ ქვეყანაში დაბრუნების სურვილს”, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

როგორც ცნობილია, ანალოგიური რეჟიმის მოქმედებს სხვა მეზობლებთანაც: სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი.