პუტინმა ხელი მოაწერა საკონსტიტუციო ცვლილებას მისი უფლებამოსილების გახანგრძლივების შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც მას საშუალება ექნება, პრეზიდენტის პოსტზე კენჭი იყაროს 2024 წელსაც. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა “ინტერფაქსი” ავრცელებს.

აღნიშნული დოკუმენტი რუსეთის პარლამენტმა 11 მარტს მიიღო, რომელიც იმ დღესვე დაამტკიცა ფედერაციის საბჭომ. ასევე რუსეთის ყველა რეგიონულმა პარლამენტმა მხარი დაუჭირა ამ ცვლილებების შემოღებას.

“ინტერფაქსის” ცნობით, ამ ეტაპისთვის ცვლილებების შესახებ კანონი უნდა შეისწავლოს კონსტიტუციურმა სასამართლომ, კანონის ძირითადი დებულებების შესრულებისთვის. დადებითი პასუხის შემთხვევაში, ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდება კენჭისყრა.

მთავრობა გადადგა, პუტინს კონსტიტუციის შეცვლა სურს: რა ხდება რუსეთში