ენგურის ხიდი ორმხრივად დღეს ჩაიკეტება

დღეს, 14 მარტს 20:00 საათიდან ენგურის ხიდი ორმხრივად ჩაიკეტება. აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, დაურ კოვემ აღნიშნული გადაწყვეტილება 11 მარტს დააანონსა.

„მსოფლიოში სამწუხარო ამბებია. კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი იმატებს. ამიტომაც უკიდურესი საჭიროების გარდა, არ ვმოგზაურობთ, ვიბანთ ხელებს და ვუფრთხილდებით ჩვენს ხანდაზმულ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, – დაწერა კოვემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.