შსს: ცინარიძე და მისი მოადგილე საქმიანობას სხვა პოზიციაზე გააგრძელებენ

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ცინარიძე, მისი მოადგილე გიორგი ჭანტურია და თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი შალვა ბარელაძე ამჟამად შსს-ს კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში იმყოფებიან. ისინი საქმიანობას უწყებაში სხვა პოზიციებზე გააგრძელებენ, ხოლო მათ შემცვლელებს შინაგან საქმეთა მინისტრი უახლოეს მომავალში დაასახელებს,”– ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

ინფორმაცია დავით ცინარიძისა და მისი მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ დღეს გავრცელდა, თუმცა შსს მას ამ დრომდე არ ადასტურებდა.

შსს