ნიკოლ ფაშინიანი და მისი ცოლი თვითიზოლაციაში არიან

სომხეთის პრემიერ- მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი ოჯახი კორონავირუსით შესაძლო დაინფიცირების გამო, სევანის აგარკზე თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ინფორმაცია ფაშინიანმა ფეისბუკით გაავრცელა.

კორონავირუსზე ტესტს ფაშინიანი და მისი ცოლი დღეს გაივლიან.

“გუშინდელი დღის შემდეგ აღელვებული ვართ, მას შემდეგ რაც გავიგეთ რომ ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინდა [მოგვიანებით, თავად ბრაზილიის პრეზიდენტმა ეს ინფორმაცია უარყო] და თვითიზოლაცია გადავწყვიტეთ. 7 მარტს ანა [ფაშინიანის ცოლი] ბრაზილიის პრეზიდენტის ცოლს შეხვდა და გადაეხვია”, – ამბობს ფაშინიანი.