ახალი ამბები

თამლიანი პატიმრობაში დატოვეს

13 მარტი, 2020 •
თამლიანი პატიმრობაში დატოვეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანი პატიმრობაში დატოვა. ინფორმაცია ნეტგაზეთს სასამართლოში დაუდასტურეს.

მოსამართლეს გადაწყვეტილება სულ ცოტა ხნის წინ გაჟღერდა. თამლიანის დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების ნაცვლად 1000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

სამართალდამცველებმა ბესიკ თამლიანი 20-21 ივნისის საქმეზე 4 ივლისს კიდევ სამ პირთან ერთად დააკავეს.მას ბრალი ედება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა/ორგანიზებაში, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით. ეს მუხლი 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გარეკანი ფოტო: ბესიკ თამლიანი/პალიტრა ვიდეო

მასალების გადაბეჭდვის წესი