რეფინანსირების განაკვეთი 6%-მდე გაიზარდა, ლარში სესხების ნაწილი ისევ გაძვირდება

“გაზრდის გადაწყვეტილება ეფუძნება მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვით გაიზარდა ინფლაციის მოლოდინები და საპროგნოზო ინფლაციაზე მოქმედი გარე და შიდა რისკები”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა წინა სხდომაზე, რომელიც 1 ივლისს გაიმართა, მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის შესახებ, რის შედეგადაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთმა 5.5 პროცენტი შეადგინა, დღევანდელი გადაწყვეტილებით კი 6%-მდე გაიზარდა.

 

გიორგი ქადაგიძე ვარაუდობს, რომ თუ არ გამოიკვეთა დამატებითი შოკები, წლის ბოლოს მონეტარული პოლიტკის განაკვეთი წლის ბოლოს 6.5 პროცენტის ფარგლებში იქნება.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 6 მაისს მიღებული გადაწყვეტილებითაც გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით.

 

რეფინანსირების განაკვეთის გაძვირების შედეგად კომერციული ბანკები ლარში აღებულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთს იმ მომხმარებელს გაუძვირებენ, რომელთა სესხიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

ფული
ფული