მწერალი და ფილოსოფოსი გივი მარგველაშვილი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ბიოგრაფიული ლექსიკონის თანახმად, მარგველაშვილის ნაწარმოებებს, მათ შორის, რომანებსა და პიესებს, საბჭოთა კავშირის დროს არ აქვეყნებდნენ. თუმცა, 1991-1992 წლებში გერმანიაში გამოქვეეყნდა გ. მარგველაშვილის მრავალტომიანი რომანის, “კაპიტანი ვაკუშის”, მეორე ტომი, აგრეთვე რომანები “მუცალი”, “დიდი კორექტურა”, პროზაული კრებულები: “გადაუგდებელი ხელთათმანი”, “სიცოცხლე ონტოტექსტში”.
წიგნებს გერმანიაში დიდი აღიარება მოჰყვა, ის მიიწვიეს გერსვაილერის “ქალაქის მწერლად” გერმანიაში, ხოლო მოგვიანებით ლექციების საკითხავად გერმანიისა და აშშ-ის უნივერსიტეტებში.
გივი მარგველაშვილი ცნობილია აგრეთვე როგორც ფილოსოფოსი, გერმანული ეგზისტენციალიზმის აღიარებული სპეციალისტი. 1997 წელს გ. მარგველაშვილი არჩეულ იქნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად; 2006 წელს მას მიენიჭა გერმანიის გოეთეს მედალი.