ახალი ამბები

თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო შსს-მ 3 პირი კარანტინში გადაიყვანა

12 მარტი, 2020 • 1070
თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო შსს-მ 3 პირი კარანტინში გადაიყვანა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაავადების კონტროლის ცენტრთან ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, ქუთაისში, ბათუმსა და მარნეულში თვითიზოლაციის წესების დაარღვის ფაქტზე სამი პირი გამოავლინეს.

უწყებასი ამბობენ, რომ მოქალაქეები, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.

შსს-ში აღნიშნავენ, რომ თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქის მიერ დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის (NCDC) გადაწყვეტილების შესაბამისად, პოლიცია უზრუნველყოფს პირის იძულებით კარანტინში მოთავსებას:

“შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით აქტიურად აგრძელებს” – აცხადებენ შსს-ში.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/259778/

მასალების გადაბეჭდვის წესი