ახალი ამბები

რა შემთხვევაში შეიძლება იფიქროს მთავრობამ საგანგებო მდგომარეობაზე

12 მარტი, 2020 • 1093
რა შემთხვევაში შეიძლება იფიქროს მთავრობამ საგანგებო მდგომარეობაზე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ჯერჯერობით არ იგეგმება, რადგან საქართველოში შესაბამისი საფუძველი არ არის.

მინისტრი განმარტავს, რომ მდგომარეობა მაშინ გართულდება თუ გამოჩნდება პაციენტი, რომლის ინფიცირების წყაროს ვერ აღმოაჩენენ, ანუ ვერ დაადგენენ ვისგან დაინფიცირდა იგი:

“რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს და ამ ეტაპისთვის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას საჭიროდ არ ვთვლით. ვინაიდან, ყველა ის ადამიანი, ვინც დადგენილ პაციენტებთან იმყოფებოდა, აღრიცხულია და მათზე მონიტორინგი მიმდინარეობს. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჩვენთან დაფიქსირდება პაციენტი, რომლის წყაროც იდენტიფიცირებული არ იქნება, ეს რა თქმა უნდა, რისკს გაზრდის რომ ინფექცია კონტროლის გარეშე ვრცელდება და შესაბამის ზომებს მივიღებთ.”

12 მარტის (11:17 საათის) მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 24 დადასტურებული შემთხვევაა, კარანტინის რეჟიმში კი 295 ადამიანი იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი