საელჩოებსა და საკონსულოებში მომსახურება შეიზღუდება

კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებებში მოქალაქეთა მომსახურების წესები იცვლება

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით:

აღნიშნული შეზღუდვები არ ეხება იმ საკონსულო მომსახურებებს, რომელთა მიღებაც შესაძლებელია დისტანციურად. ინფორმაცია დისტანციური მომსახურების შესახებ განთავსებულია ვებგვერდზე: www.geoconsul.gov.ge

გადაუდებელ და საგანგებო შემთხვევებში, საქართველოს მოქალაქე ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით უნდა დაუკავშირდეს საელჩოს ან საკონსულოს. ყველა დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება მიუთითებს საკონტაქტო ნომრებს. იმ შემთხვევაში, თუ საკონსულოსთან კომუნიკაციის შედეგად წარმოიშვა საქართველოს მოქალაქის საკონსულო დაწესებულებაში გამოცხადების გადაუდებელი აუცილებლობა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს მარტო, თანხმლები პირების გარეშე (აღნიშნული არ ეხება არასრულწლოვნებს), ზუსტად მისთვის განსაზღვრულ დროს,დამცავი ატრიბუტიკით. მოქალაქეს ეკრძალება საკონსულოში მომსახურების მისაღებად
გამოცხადება, თუ მას აღენიშნება გრიპის სიმპტომები ან იყო შემხებლობაში კორონავირუსით დაინფიცირებულ პირთან.

მოქალქე ვალდებულია საკონსულო დაწესებულებაში შესვლისთანავე გამოიყენოს საკონსულოს შესასვლელთან განთავსებული ხელის სადეზინფექციო საშუალება. მოქალაქე ვალდებულია მოერიდოს საკონსულოს მომსახურე პერსონალთან შემხებლობას. მოქალაქე ვალდებულია თავი შეიკავოს საკონსულოში დამატებითი საგნების შეხებისგან, გარდა სადეზინფექციო საშუალებებისა და მომსახურების გაწევის დროს საჭირო ნივთებისა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო იტოვებს უფლებას, სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, დადგენილი შეზღუდვების მოქმედების პერიოდი გააგძელოს.