ჯარში გაწვევა ერთი თვით გადავადდა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა ერთი თვით, 3 აპრილამდე გადავადდა.

გადაწყვეტილება ამის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

ამასთან, საქართველოს მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები ამ ეტაპზე პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა. ასევე, პირველ აპრილამდე შეწყვეტილი იქნება სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის მომსახურების მიწოდება დღის ცენტრებში.