აზერბაიჯანმა ნოვრუზ ბაირამზე დაგეგმილი ღონისძიებები გააუქმა

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, აზერბიჯანის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო, ნოვრუზ ბაირამზე დაგეგმილი ღონისძიებები ბაქოსა და აზერბაიჯანის სხვადასხვა რეგიონში, გააუქმოს.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაა, უახლოეს პერიოდში მასობრივი ღონისძიებების ჩატარებისგან თავი შეიკავონ ქვეყნებმა“, – ნათქვამია კორონავირუსის საკითხებზე აზერბაიჯანის მთავრობაში შექმნილი შტაბის განცხადებაში.

11 მარტის მონაცემებით, აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 13 შემთხვევაა დადასტურებული.