ახალი ამბები

კობახიძის თქმით, თამლიანის გათავისუფლება დამოკიდებულია დანაშაულის აღიარებაზე

10 მარტი, 2020 • 1472
კობახიძის თქმით, თამლიანის გათავისუფლება დამოკიდებულია დანაშაულის აღიარებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით სამართალდამცველი სტრუქტურებისთვის მითითების მიცემა ეწინააღმდეგება ხელისუფლებასა და ოპოზიციას მიერ მიღებულ ერთობლივ განცხადებას მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვის მნიშნელობაზე.

“თითოეული საკითხი გადაწყდება ინდივიდუალურად, როგორც ეს ხდება სამართლებრივ სახელმწიფოში. უგულავას საკითხი დაკავშირებულია მხოლოდ და მხოლოდ შეწყალებასთან. ერთადერთი ინსტანცია, ვისაც შეუძლია აქ რამე გადაწყვეტილების მიღება, ეს არის საქართველოს პრეზიდენტი. თამლიანის შემთხვევაში თვითონ მის ხელშია გათავისუფლება.

პროკურატურა ითხოვს აღიარებას და თუ იქნება აღიარება, ამ შემთხვევაში არანაირი დაბრკოლება არ იქნება გათავისუფლების თვალსაზრისით. ინდივიდუალურად უნდა გავყვეთ თითოეულ შემთხვევას და თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევაში სამართლებრივი საფუძვლის პრინციპის  შესაბამასიდან უნდა იქნას გადაწყევტილება მიღებული”, – განაცხადა კობახიძემ.

სამართალდამცველებმა ბესიკ თამლიანი 20-21 ივნისის საქმეზე დააკავა. მას პოლიციელებზე თავდასხმა ედება ბრალად. ბესიკ თამლიანი ბრალს არ აღიარებს.

არავის გათავისუფლებაზე შეთანხმება არ ყოფილა – თალაკვაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი