ევრობარომეტრი: ევროკავშირის მოქალაქეები მთავარ პრობლემად მიგრაციას ასახელებენ

გამოკითხვის “საზოგადოებრივი აზრი ევროპის კავშირში” პირველადი მონაცემების მიხედვით, გამოკითხულთა 38% მთავარ პრობლემად ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან მიგრანტების მიღებას მიიჩნევს. 2014 წლის შემოდგომაზე ჩატარებული ანალოგიური კვლევის მიხედვით, მიგრაციას მთავარ პრობლემად 24% მიიჩნევდა.

 

ქვეყნების მიხედვით თუ ჩავშლით, ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნიდან, 20 ქვეყანაში უმრავლესობამ მიგრაცია მთავარ პრობლემად დაასახელა.

 

შვედეთი არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც მცხოვრებთა დიდ უმეტესობას (65%) დადებითი დამოკიდებულება აქვს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან მიიღოს მიგრანტები. მიგრაციას ასევე დადებითად უყურებს უმეტესობა რუმეთში, ესპანეთში, ხორვატიასა და ირლანდიაში

 

მიგრაციას მთავარ პრობლემად მიიჩნევს არიან ჩეხეთის (81%), ლატვიის (78%), საბერძნეთისა (78%) და სლოვაკეთის (77%) მოქალაქეების დიდი უმრავლესობა.

 

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ გამოკითხულებს შედარებით დადებითი დამოკიდებულება აქვთ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან მიგრანტების მიღებაზე, ვიდრე არაწევრი ქვეყნებიდან. 20 ქვეყანაში უმრავლესობა არ მიიჩნევს მწვავე საკითხად ევროკავშირის ქვეყნებიდან მიგრაციას. აქ პირველობს გერმანია (59%), სადაც 2014 წლის შემოდგომის კვლევის შემდეგ 9%-ით გაიზარდა შიდა მიგრაციის მხარდამჭერთა რაოდენობა.

 

მიგრაციას მოსდევს ეკონომიკური მდგომარეობა –27%. 2014 წლის შემოდგომით, წინა კვლევის დროს 33% მიიჩნევდა ეკონომიკას პრობლემურად, ხოლო 2011 წელს – 59%.

 

უმუშევრობა გამოკითხულთა 24%-ისთვისა მთავარი გამოწვევა. წევრი სახელმწიფოების საჯარო ფინანსების მდგომარეობა 23% აღელვებს ყველაზე მეტად.

 

პრობლემების ხუთეულს აბოლოვებს ტერორიზმი (17%), რომელმაც 2014 წლის მერე 6%-ით მოიმატა. კვლევის ავტორები ტეროტორიზმის როგორც პრობლემის წინ წამოწევას უკავშირებენ გასულ წელს საფრანგეთსა და ბელგიაში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმებს.

 

მგზავრები ფრანკფურტის აეროპორტში. 24.07.2015 (C) EPA/CHRISTOPH SCHMIDT

ტერორიზმი ყველაზე მეტად აღელვებს მალტის მოსახლეობას (65%), გერმანიას (55%), ესტონეთს (545) და დანიას (50%), ყველაზე ნაკლებად ეს პორტუგალიასა (27&) და საბერძნეთს (16%) აწუხებს.

 

ეკონომიკური მდგომარეობა ყველაზე მეტად აწუხებს კვიპროსის (47%), საბერძნეთისა (40%) და ესპანეთის (37%) მოქალაქეების უმეტესობას.

 

ამ პრობლემებს მოსდევს კრიმინალი, კლიმატიც ცვლილება, გარემოს დაცვა და ეკონომიკური ხასიათის პრობლემები: პენსია და საყოფაცხივრებო ხარჯების ზრდა.

 

კვლევის მიხედვით ევროკავშირის 28 ქვეყნიდან 26-ის მოსახლეობის უმეტესობა ევროკავშირის მომავალს ოპტიმიზმით შეჰყურებს. გამონაკლისია კვიპროსი და საბერძნეთი, სადაც 57% (საბერძნეთში) და 54% (კვიპროსში) პესიმისტურად უყურებენ ევროპის მომავალს.

 

კვლევა ჩატარდა 2015 წლის 16-27 მაისს 34 ქვეყანასა და ტერიტორიაზე, სადაც შედის ევროკავშირის 28 ქვეყანა, 5 კანდიდატი სახელწიფო თურქეთი, მაკედონია, მონტენეგრო, სერბეთი, ალბანეთი და კვიპროსის თურქული ნაწილი.