ახალი ამბები

დიღომში ტაძრის გაძარცვა სცადეს

9 მარტი, 2020 •
დიღომში ტაძრის გაძარცვა სცადეს

დიღომში 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის გაძარცვა სცადეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა

“სიგნალიზაცია რომ ჩაირთო, გაიქცნენ. ტაძარში ხატები წაქცეულია, ანალოგიაა დამსხვრეული, დიდი ქვით იყო ფანჯარა ჩამტვრეული, საეკლესიო ინვენტარე საკურთეველში მიყრილ-მოყრილი,“ – ამბობს ჟურნალისტებთან დეკანოზი დავით შაქარაშვილი და დასძენს, რომ პოლიციაში არ დარეკა.

დეკანოზის განმარტებით, მან სამართალდამცველებს იმიტომაც არ მიმართა, რომ შესაძლოა, ტაძარში არასრულწლოვნები შეიჭრნენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისი 19-177-ე მუხლის  მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას, გულისხმობს, რომელიც სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩაიდინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი