ახალი ამბები

კორონავირუსი კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა – ცერცვაძე

7 მარტი, 2020 • 1835
კორონავირუსი კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა – ცერცვაძე

საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით, კოორნავირუსით დაინფიცირებული 12 პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს, 1 კი თბილისში არ იმყოფება და დიდი ალბათობით, რომელიმე სხვა ჰოსპიტალშია მიყვანილი ზუგდიდში, ქუთაისში, ბათუმში ან გორში.

თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, სამი პაციენტი, მათ შორის, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ხელმძღვანელი ნიკოლოზ გამყრელიძე, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, კონტაქტში იმყოფებოდა იტალიიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქესთან. ცერცვაძის თქმით, იტალიიდან 5-კაციანი ჯგუფი ჩამოვიდა, აქედან ერთი სამსახურში მივიდა.

“იტალიაში მისი ყოფნის შესახებ ყველამ იცოდა. 1 კი არა, 5 ადამიანი ჩამოვიდა იტალიიდან. მათ ჩამოსვლისას არ აღენიშნებოდათ სიმპტომატიკა და მხოლოდ თბილისში ჩამოსვლის შემდეგ განუვითარდათ სიმპტომები. ნაწილმა საავადმყოფოს მომართა, 1 მივიდა სამსახურში, იქ ესწრებოდა თათბირს და სავარაუდოდ, იქ მოხდა ნიკა გამყრელიძის და კიდევ 2-ის დაინფიცირება”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი