ახალი ამბები

ამ ეტაპზე იტალიასთან ფრენების შეჩერებას არ ვაპირებთ – ტიკარაძე

6 მარტი, 2020 • 908
ამ ეტაპზე იტალიასთან ფრენების შეჩერებას არ ვაპირებთ – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ამ ეტაპზე იტალიასთან ფრენების შეჩერება არ განიხილება. როგორც ჟურნალისტებს ეკატერინე ტიკარაძემ დღეს, 6 მარტს, განუცხადა ფრენების შეჩერების შემთხვევაში იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს დამატებითი პრობლემები, რადგან მათ სხვა ქვეყნების გავლით მოუწევთ საქართველოში დაბრუნება:

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ფრენების შეწყვატასთან დაკავშირებით რეკომენდაცია არ აქვს, თუმცა ავიაკომპანიები თავად აჩერებენ ფრენებს, რაც გონივრულია. ჩვენ იტალიასთან ამ ეტაპზე ფრენების შეჩერება არ ვაპირებთ, რადგან იქ საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან, რომელთაც დამატებით პრობლემებს შევუქმნიდით. მათ სხვა გზებით დაბრუნება მოუწევთ საქართველოში, რაც საზღვარზე მონიტორიგს გაგვირთულებს.”

5 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორნავირუსის 9 შემთხვევა დაფიქსირდა, ათეულობით პაციენტს კი აკვირდებიან საავამდყოფოებსა და საკარანტინო სივრცეებში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, 9 ინფიცირებულიდან 7 იტალიიდან ჩამოვიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი