გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7-8 მარტს დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +25 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი ტემპერატურა +17, +22 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება. დათბება მთიან და მაღალმთიან რეგიონებშიც.
რაც შეეხება თბილისს, ჰაერის ტემპერატურა 6-9 მარტს +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 10 მარტს +22 გრადუსამდე მოიმატებს. მთლიანად საქართველოში 6-10 მარტს საქართველოში ნარჩუნდება თბილი და უნალექო ამინდი.