Ryanair-მა კორონავირუსის გამო იტალიიდან საქართველოსკენ რეისები შეამცირა

როგორც ავიაკომპანია Ryanair აცხადებს, საქართველოსთან დროებით ფრენების რაოდენობას ამცირებს, ნაწილს კი აუქმებს.

“კორონავირუს COVID-19-ის გავლენისა და საქართველოს აეროპორტების თხოვნით, ჩვენ ვწყვეტთ ფრენების ნაწილს იტალიიდან საქართველოს მიმართულებით. ყველა მომხმარებელს, რომელსაც აღნიშნული შეეხება, ვაცნობეთ, რომ შეუძლიათ მგზავრობის თარიღის შეცვლა ან თანხის დაბრუნდება.

  • მილანიდან თბილისის მიმართულებით, 8 მარტიდან 7 აპრილამდე, ფრენები შემცირდება კვირაში 2 სიხშირემდე;
  • ბოლონია ქუთაისის რეისი კი შეწყდება 8 მარტიდან 7 აპრილამდე”, – ნათქვამია კომპანიის ოფიციალურ ვებსაიტზე.

Ryanair-მა იტალიიდან ფრენები შეაჩერა ჩეხეთის, ისრაელის, მონტენეგროსა და იორდანიის მიმართულებითაც.

5 მარტის მონაცემებით, იტალია ევროპაში კორონავირუსის გავრცელების ძირითადი წყაროა, სადაც ოფიციალურად 3 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველოში დაფიქსირებულია 9 შემთხვევა, საიდანაც 7 პირდაპირ უკავშირდება იტალიაში მოგზაურობას.

მთავარი რეკომენდაციები, რასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს, არის:

კორონავირუსი: პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე