კონგრესმენი გაეტსი კონგრესში აირწინაღით მივიდა

ამერიკელი კონგრესმენი ფლორიდას შტატიდან, მეტ გაეტსი კონგრესის შენობაში აირწინაღით მივიდა.

თავდაპირველად, გაეტსმა ტვიტერზე გამაოქვეყნა ფოტო, სადაც მას აირწინაღი უკეთია და კანონპროექტს კითხულობს.

მოგვიანებით, წარმომადგენელთა პალატის სხვა წევრმა, ჯიმ ჰაიმსმა კონექტიკუტის შტატიდან ტვიტერზე გამოაქვეყნა ახალი ფოტო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის შენობიდან, სადაც გაეტსი ასევე აირწინაღით იყო მისული.

როგორც გაეტსმა თავად აღნიშნა, კითხულობდა კორონავირუსთან საბრძოლველად თანხის გამოყოფის კანონპროექტს. პალატამ ეს კანონი მიიღო, გაეტსმა კი მას მხარი დაუჭირა.