საქართველოს მთავრობისთვის სანქციების დაწესებას კონგრესმენი ქრენშოუც მიემხრო

აშშ-ის მიერ საქართველოს მთავრობისთვის სანქციების დაწესებაც კონგრესმენი დენ ქრენშოუც მიემხრო.

დენ ქრენშოუ წარმომადგენელთა პალატის წევრია ტეხასის შტატის მეორე ოლქიდან, წარმოადგენს რესპუბლიკურ პარტიას.

ქრენშოუმ განათლება ტაფტსისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებში მიიღო. მსახურობდა აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში. 2012 წელს, ავღანეთში ყოფნისას, დაკარგა მარჯვენა თვალი. მიღებული აქვს „ალისფერი გულის“ (Purple Heart) და სხვა ჯილდოები. იყო კონგრესმენ პიტ სეშინსის საკანონმდებლო ასისტენტი სამხედრო საკითხებში.

ქრენშოუ პალატაში 2018 წელს აირჩიეს. იგი ამჟამად პალატის სამშობლოს დაცვისა და ბიუჯეტის კომიტეტების წევრია.


საქართველოს მთავრობისთვის სანქციების დაწესებას ამჟამად 7 მომხრე ჰყავს. იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რას გულისხმობს კანონპროექტი, გაეცანით „ნეტგაზეთის“ სტატიას:

საქართველოსთვის სანქციების დაწესების კანონპროექტს კონგრესში ორი ახალი მხარდამჭერი ჰყავს


გარეკანის ფოტო: EPA