კორონავირუსით დაავადებული მე-4 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

კორონავირუსით დაავადებული მეოთხე პაციენტის კლინიკური მდგომარეობა მძიმეა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, პაციენტი 44 წლისაა.

“განსხვავებით წინა სამი შემთხვევისგან, ამ პაციენტის მდგომარეობა უფრო მძიმეა, კლინიკურად მძიმე ფორმაა. დაავადება გამოვლინდა მაღალი, 38,5-ზე მეტი ტემპერატურით და შედარებით მძიმე კლინიკით. დიაგნოსტირებულია, ლაბორატორიულად დადასტურებულია სიტუაცია, დაწყებულია მკურნალობა. მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება, მაგრამ სტაბილურია. დაწყებული მკურნალობით მდგომარეობა დასტაბილურებულია ისე, რომ მძიმე სიტუაციის შემდგომი პროგრესირება ჯერჯერობით არ გამოვლენილა და ალბათ, დაემორჩილება მკურნალობას”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, კორონავირუსით დაავადებული დანარჩენი სამი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.


საქართველოში ახალი კორონავირუსული ინფექციის მე-4 შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსი დაუდგინა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იტალიიდან კვირას ჩამოვიდა და საავადმყოფოს, თავისით მიმართა გუშინ. ამ დროისთვის საქართველოში სულ 4 ადამიანია ინფიცირებული საქართველოში. 2 მათგანს იტალიაში მოგზაურობის გამოცდილება აქვს, ხოლო 2-ს – ირანში.

კორონავირუსის მე-4 შემთხვევა დადასტურდა