განსაკუთრებული მადლობა კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ იმ პირებს, ვინც კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო თვითიზოლაციასა და კარანტიში იმყოფებიან, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, ამ ადამიანებს მადლობას უხდის იმის გამო, რომ ისინი კარგად აცნობიერებენ სამოქალაქო პასუხისმგებლობას და იცავენ წესებს. გამყრელიძემ ასევე მადლობა გადაუხადა სამედიცინო პერსონალს, ექიმებს და ა.შ.

14-დღიან თვითიზოლაციასა და კარანტინში იმყოფებიან ძირითადად ირანიდან და იტალიიდან საქართველოში ჩამოსული ადამიანები.

კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ დასაქმებულებს განაცდური აუნაზღაურდებათ – სამინისტრო