წყალბურთი: “დინამოს” ისტორიული გამარჯვება “მარსელთან”

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე “დინამომ” თბილისში ფრანგული მარსელი დაამარცხა 15-12. ეს ჩემპიონთა ლიგაზე “დინამოს” პირველი და ისტორიული გამარჯვებაა.

დინამოს კლუბი 1938 წელს დაფუძნდა, თუმცა ბოლო 22 წელია ასპარეზობა შეწყვიტა და წელს დაბრუნდა.

მატჩი ფრანგულ მარსელთან თბილისში გაიმართა ოლიმპიკის აუზზე. მატჩი კორონავირუსის საფრთხეები გამო ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩატარდა.