ირანის პრეზიდენტი პუტინს თეირანში იწვევს

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ირანში მიიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სახელმწიფო მედია „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რუსეთში ირანის ელჩმა რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრებთან შეხვედრისას ეს ინფორმაცია დაადასტურა. მისი თქმით, პრეზიდენტმა რუჰანიმ პუტინი ასტანის ფორმატის სამიტზე მიიწვია, რომელიც როტაციის მიზნით მალე ირანში ჩაივლის.
სამიტზე აგრეთვე იქნება თურქეთის პრეზიდენტი. მხარეებმა სირიაში მიმდინარე სიტუაცია უნდა განიხილონ, სადაც 2011 წლიდან სამოქალაქო ომი მძვინვარებს, ხოლო ახლა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ასადის ძალებსა და თურქეთს შორის ჩრდილოეთში, იდლიბის პროვინციაში სიტუაცია დაიძაბა.
ირანის პრეზიდენტი პუტინს თეირანში იწვევს