ჩეხი ტურისტი მყინვარწვერზე ასვლისას გარდაიცვალა

გოგონა მთაზე ასვლისას გადმოვარდა და დაცემის შემდეგ თავის მძიმე ტრავმა მიიღო. მაშველების ჯგუფმა ის თბილისში გადმოიყვანა, მაგრამ მთასვლელი უკვე გარდაცვლილი იყო.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ჯგუფის დანარჩები წევრები ახლაც ყაზბეგში იმყოფებიან.